Sunday, November 27, 2016

რეფლექსია მეცხრე დღე

დღეს  დასრულდა  ინტელის ტრეინინგი.    გავაკეთეთ  პროექტის   პრეზენტაცია.  ვთვლი, რომ  საინტერესო და  ნაყოფიერი იყო  ეს ტრეინინგი.  ბევრი  რამ  შევისწავლე  ისეთი, რაც დამეხმარება  კვალიფიკაციის  ამაღლებაში   და   ახალი ტექნოლოგიებით   სწავლებაში, რასაც  მე პირადად   მივესალმები.  უნდა აღვნიშნო  ჩვენი  ტრენერის,  ბატონი   დავით  ჯანიაშვილის  მონდომებული მუშაობა,  რისთვისაც  მას  დიდ მადლობას  ვუხდი.
ამ ტრეინინგის  შემდეგ  კიდევ უფრო გამიჩნდა  სურვილი  პროექტებით  სწავლებისა.   

Saturday, November 26, 2016

რეფლექსია--მერვე დღე

დღეს  შეამოწმა  ტრენერმა  ჩემი  პროექტის  გეგმა, დავასრულეთ  გეგმის შაბლონის   შევსება.  მივიღე  რჩევები . პროექტის პორტფოლიო   დავასრულეთ. კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით.

პროექტის პორტფოლიო

Sunday, November 20, 2016

რეფლექსია-- მეშვიდე დღე

  დღეს  ვისწავლე  ფაილების მიმაგრება  სლაიდთან,  რითაც  ძალიან კმაყოფილი ვარ.  ვისაუბრეთ  მოსწავლის  სავარაუდო ნაშრომზე. განვიხილეთ ბევრი ვარიანტი.  შეფასების რუბრიკებზეც  ვიმსჯელეთ  კიდევ.  ინტერნეტთან წვდომა  დღესაც  არ   გვქონდა ოლიმპიადის გამო. მაგრამ  ბატონმა  დავითმა  მოახერხა  ტრეინინგის საინტერესოდ   წარმართვა. მადლობა მას, რომ ცდილობს  მოგვაწოდოს  საინტერესო მასალები.

Sunday, November 13, 2016

რეფლექსია - მეექვსე დღე


დღეს  ვისაუბრეთ შეფასების რუბრიკებზე.  ინტერნეტთან წვდომა არ გვქონდა   სასკოლო ოლიმპიადების  გამო, მაგრამ მაინც  საინტერესო  დღე  იყო.  ტრენერმა  მოგვცა  დავალება  გაგვეკეთებინა    მოსწავლისათვის პრეზენტაციის გასაკეთებლად საჭირო  მიმართულების  მიმცემი   გეგმა (ჩეკლისტი). თავი გავართვი დავალებას.

Friday, November 11, 2016

მეხუთე დღე

--- დღეს  ტრეინინგზე  ტრენერი გვესაუბრა   შეფასების რუბრიკებზე. გავიგე ყველაფერი, მაგრამ ...

Sunday, October 30, 2016

მეოთხე დღე

-- დღესაც გვიან შემოუერთდი ტრეინინგს   სტემ-ის ტრეინინგზე ყოფნის გამო. გავეცანი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს.